ძალოსანმა გიორგი ხარაზიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე შედეგი აჩვენა
ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ხარაზიშვილმა ატაცში 106, აკვრაში 131 დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში დაძლეული 237 კგ-ით სამივე დისციპლინაში მე-6 ადგილზე გავიდა.