მილანში მიმდინარე 15-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 77 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსება საბა ასანიძემ და გურამ ვეკუამ დაიცვეს.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის უმცროსმა ვაჟმა, საბა ასანიძემ ატაცში 99 და 103 კგ. დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 129, 134, 139 კგ. დააფიქსირა და მესამე ადგილე გავიდა, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში. მისი შედეგი 242 კილოგრამია.
გურამ ვეკუამ ატაცში 90, 94 და 97 კილოგრამს გაართვა თავი, აკვრაში მისი შედეგი 111 და 115 კგ, ხოლო ორჭიდის ჯამში 212 კგ იყო.