პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ, 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
გოგა ჩხეიძემ ატაცში 139 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში მან 174 კგ. დააფიქსირა ორჭიდის ჯამში კი 313 კგ. დაძლია და ორივე დისციპლინაში ოქროს მედლები დაისაკუთრა.