რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი დოკვაძემ ატაცში 109 კგ. დააფიქსირა და ვერცლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში გიორგი დოკვაძე 126 კგ-ით მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი ძალოსანი გიორგი დოკვაძე ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 235 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
21 ოქტომბრის განრიგი:
67 კგ. – გურამ გიორბელიძე – 16:00 სთ.
67 კგ. – კახი ასანიძე – 16 00 სთ
73 კგ. – არჩილ მალაყმაძე – 20:00 სთ