ბრიტანული გამოცემა Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ინგლისერ ფეხბურთის გულშემატკივარს უცნობი პირები დაესხნენ თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბანკომატიდან გარკვეული თანხის გამოტანა აიძულეს, შემდეგ კი ფული წაართვეს და მიიმალნენ. პოლიციაში გამოკითხვაზე მყოფი გულშემატკივარი ვერ იხსენებს, კონკრეტულად რა თანხა გამოსძალეს მას.
გარდა ამისა, იმავე გამოცემის ცნობით, თავს დაესხნენ ასევე ჰომოსექსუალ ფრანგ გულშემატკივარს, რომელსაც მძიმე ტრავმები მიაყენეს თავის არეში.
რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამო ქვეყანას ათასობით უცხოელი გულშემატკივარი სტუმრობს.