ძაკარდომ განმარტა, რატომ თქვა უარი „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ ახალწვეულ კვარაცხელიაზე #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ „კალჩო მერკატოსთან“ განმარტა, რატომ თქვა უარი „იუენტუსმა“ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც იტალიის ჩემპიონატის სეზონის დასაწყისის აღმოჩენა გახდა.
„იმ დროს, როდესაც „იუვენტუსმა“ სეზონი კარგად ვერ დაიწყო, „ნაპოლი“ სერია A-ს სათავეშია და შვიდი ქულით უსწრებს. ზაფხულში ოთხი საკვანძო მოთამაშის (ინსინიე, მერტენსი, კულიბალი, ფაბიან რუისი) დაკარგვის მიუხედავად, ნეაპოლელები სეზონის საინტერესო სტარტით ტკბებიან. ეს ნაწილობრივ ახალი შენაძენების დამსახურებაა, მათ შორის მთავარის, ხვიჩა ხვარაცხელიასი. ქართველის სტარტი უბრალოდ სენსაციური იყო, სერია A-ს პირველ რვა მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულისა“ და „რეინჯერსის“ წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, „ბიანკონერებისთვის“, მათ ხელიდან გაუშვეს ფენომენალური ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერის გამოსყიდვაც აურელიო დე ლაურენტისს მხოლოდ 10 მილიონი ევრო დაუჯდა. „პალერმოსა“ და „მილანის“ ყოფილი მცველი კრისტიან ძაკარდო იყო ერთ-ერთი შუამავალი, რომელიც ბათუმის „დინამოსა“ და „ნაპოლის“ გარიგებაში დაეხმარა“, – წერს „კალჩო მერკატო“ და ძაკარდოს კომენტარს ქვეყნებს.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ადასტურებს, რომ კვარაცხელიათი „მილანი“ და „იუვენტუსი“ დაინტერესდნენ. თუმცა, მისი აზრით, ჩრდილოელი გიგანტები კმაყოფილი იყვნენ თავიანთი ამჟამინდელი მემარცხენე შემტევებით, რის გამოც, საბოლოოდ, 21 წლის ქართველთან კონტრაქტზე უარი თქვეს.
„მე მხოლოდ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს ვესწრებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ „მილანი“ და „იუვენტუსი“ რაფაელ ლეაოთი და ფედერიკო კიეზათი კმაყოფილები იყვნენ“, – განუცხადა ძაკარდომ „კალჩო მერკატოს“.
„საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ კიდევ ერთი მემარცხენე ფეხბურთელი შეიძინა – ფილიპ კოსტიჩში, ასე რომ, შეიძლება კითხვა დავსვათ, გუნდის ხელმძღვანელობა ასეთ გადაწყვეტილებას უკვე ნანობს თუ არა“, – წერს იტალიური გამოცემა.