ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის პარტიები სამშაბათს გაიმართა. ნანა ძაგნიძემ (2516), თეთრი ფიგურებით, ჩინელ ლეი ტინჯიესთან (2457) ყაიმი გააფორმა, ბელა ხოტენაშვილმა (2477), ასევე თეთრი ფერის ფიგურებით, ქულა ჰარიკა დრონავალისთან (2498) გაიყო, ნინო ბაციაშვილი (2465) კი, შავი ფიგურებით, ჩინელ მო ჟაისთან (2352) დამარცხდა.
1/16-ფინალის განმეორებითი პარტიები 7 ნოემბერს ჩატარდება.
შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.