დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - დაძაბულ დერბიში არბიტრმა ოთხი მოთამაშე გააძევა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელი“ ნიქოზიას დერბიში „ომონიას“ შინ დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა 2:1 დათმო.

აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი (შეუცვლელად ითამაშა), გიორგი ქვილითაია კი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მოედანზე პირველივე ტაიმში (42-ე წუთზე) გამოჩნდა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა და შეხვედრაზე მიწვეულმა იტალიელმა არბიტრმა ორივე გუნდის 2-2 მოთამაშე გააგდო.

ქართველების გუნდისთვის მატჩი თავიდანვე უიღბლოდ წარიმართა – მე-7 წუთზე ეფრემმა პენალტი ვერ გამოიყენა. „ომონიამ“ კი 11-ე წუთზე შანსი გამოიყენა და კაკულისის გოლით დაწინაურდა. თუმცა, შეხვედრაზე მიწვეულმა იტალიელმა არბიტრმა ორივე გუნდის 2-2 მოთამაშე გააგდო. მე-20 წუთზე სტუმრებს ბაჩირუ გაუგდეს და კაცნაკლულები დარჩნენ. ამის მიუხედავად, 39-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გაიტანეს და სიმიჩის დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდეს.

44-ე წუთზე ეფრემმა სხვაობა საჯარიმო დარტყმით შეამცირა და „აპოელს“ თამაშის გადარჩენის იმედი დაიბრუნა. თუმცა, ტაიმის ბოლოს (45+7) „აპოელის“ შემტევი დალსიო გააძევეს, ხოლო მეორე ტაიმში ჩებაკეც (61) და 9 მოთამაშით დარჩენილმა ქართველების გუნდმა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ 69-ე წუთზე „ომონიადანსიმიჩმაც წითელი ბარათი დაიმსახურა.

სამი ტურის შემდეგ „აპოელმა“ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და მე-8 ადგილზეა. თუმცა, ევროთასების გამო, გუნდს მარაგში გადადებული თამაში აქვს.