დვალიშვილმა გოლი ბათუმის „დინამოს“ გარდაცვლილ ხელმძღვანელს მიუღძვნა
ბათუმის „დინამომ“ მეორე თურქული შეკრება დააასრულა. გია გეგუჩაძის გუნდმა დასკვნით დღეს ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა – უზბეკურ ნამანგანის „ნავბაჰორთან“ 1:0 მოიგო, ხოლო ჩერნიჰივის „დესნასთან“ ფრედ ითამაშა.
ჩერნიჰივის გუნდი უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და მეორეადგილოსან კიევის „დინამოს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. მეორე მატჩში გეგუჩაძემ ძირითადი შემადგენლობა ათამაშა.
ანგარიში ლადო დვალიშვილმა პირველ ტაიმში ჯაბა ჯიღაურის გადაცემის შემდეგ ეფექტური გოლით გახსნა. უკრაინელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ალეკსანდრ რიაბოკონიას გოლით აღადგინეს – 1:1.
მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა პატივი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმური კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარის, ჯონი ბაკურიძის ხსოვნას, რომელიც 18 თებერვალს ტრაგიკულად გარდაიცვალა. დვალიშვილმა გოლი მის ხსოვნას მიუძღვნა.
„დინამო“ ბათუმი – „დესნა“ 1:1
გოლები: 1:0 დვალიშვილი (32), 1:1 ფილიპოვი (67)
„დინამო“ ბათუმი: ალავიძე, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი, გეგეჭკორი, მამუჩაშვილი (გაგოშიძე), ცინცაძე, ვაგნერი (ჯიჯავაძე), ჯიღაური, ჯოვინო, დვალიშვილი.