დვალისა და ქვილითაიას წარმატება - „აპოელმა“ კონკურენტი აეკ-ი გასვლაზე დაამარცხა #1TVSPORT
დვალისა და ქვილითაიას წარმატება - „აპოელმა“ კონკურენტი აეკ-ი გასვლაზე დაამარცხა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელი“ (სადაც ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ) გასვლაზე კონკურენტს, აეკ-ს ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა  – 2:1.

მატჩამდე ქართველების გუნდი აეკ-ს მხოლოდ ერთი ქულთ ასწრებდა და ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  „აპოელის“ მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა ლაშა დვალი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის 31-ე ტურის შეხვედრა ლარნაკელებმა კარგად დაიწყეს და მე-9 წუთზე იტალიელი თავდამსხმელის, ფრანკო ტონგიას გოლით ანგარიში გახსნეს, ტაიმი კი 1:0 მოიგეს.

აპოელმა“ თამაშის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოახერხა. 75-ე წუთზე მასპინძლებს ტომანემ გაუტანა, ხოლო შვიდ წუთში ნიქოზიელებს გამარჯვება კონგოელმა დიუმერსი ნდონგალამ მოუტანა.

31 ტურის შემდეგ კვიპროსის სუპერლიგაში „აპოელი“ 66 ქულით ისევ ლიდერის პოზიციაზეა დარჩა, აეკ-თან სხვაობა კი 4 ქულამდე გაზარდა.