საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა. უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოძახებულ 25 ფეხბურთელის სიას ლაშა დვალი გამოაკლდა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პოლონური „პოგონის“ ფეხბურთელს ლატვიური „რიგასის“ მარცხენაფლანგელი ლაშა შერგელაშვილი შეცვლის.
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრები 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება და წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში ორი დღე მოემზადება, 5 სექტემბერს კი ასტანაში გაემგზავრება, სადაც მეორე დღეს ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.