„იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი ტურინულ კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, – იუწყება La Gazzetta dello Sport-ი.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები კლუბის მენეჯერებს უკვე შეუთანხმდნენ და განახლებული კონტრაქტი ოფიციალურად მალე გაფორმდება. ცვლილება შეეხება ანაზღაურებას – თუ ძველი ხელშეკრულების თანახმად ვლაჰოვიჩი სეზონში 7,5 მილიონ ვროს იღებდა, ახლა ანაზღაურება 12 მილიონამდე გაიზრდება.
სერბ ფეხბურთელს Transfermarkt-ი 83,5 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.