დურანტის უარი „გოლდენ სტეიტს“, კევინს $31.5 მილიონი არ აკმაყოფილებს
მიუხედავად იმისა, რომ კევინ დურანტმა მძიმე ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს მინიმუმ 1 წლით ჩამოშორდა, მის მიმართ ინტერესი არ ცხრება.
„იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუყება, რომ „დურანტულა“ „გოლდენ სტეიტის“ მიერ შეთავაზებულ ხელფასს ($31.5 მილიონი) არ დათანხმდება და თავისუფალი აგენტი გახდება. როგორც ცნობილია, დურანტის შეძენით დაინტერესებულია „ნიუ იორკ ნიქსი“. ასევე მედიაში იწერება ინფორმაცია „კეი დის“ „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით უცნობია, რა სურს თავად კალათბურთელს.