დურანტი 'გოლდენ სტეიტთან' კონტრაქტს არ აგრძელებს
დურანტი 'გოლდენ სტეიტთან' კონტრაქტს არ აგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ფორვარდი კევინ დურანტი უარს იტყვის მომავალი სეზონისთვის კონტრაქტის გაგრძელების პუნქტზე, – იტყობინება ESPN. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, კალათბურთელს სურს გადახედოს “უორიორზთან” ხელშეკრულების პირობებს, ამიტომაც, თავდაპირველად, შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, დურანტი 2018-19 წლების სეზონში 26.2 მილიონი დოლარს გამოიმუშავებდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ექს-ოკლაჰომელი ისევ “გოლდენ სტეიტში” გააგრძელებს კარიერას.
გია თვალაბეიშვილი