„დუნაისკა სტრედას“ ყოფილი მოთამაშე - გორის „დილა“ საუკეთესოა მათ შორის, რომელიც სლოვაკურ კლუბებს პირველ წრეში შეხვდა #1TVSPORT
„დუნაისკა სტრედას“ ყოფილი მოთამაშე - გორის „დილა“ საუკეთესოა მათ შორის, რომელიც სლოვაკურ კლუბებს პირველ წრეში შეხვდა #1TVSPORT

დუნაისკა სტრედას“ ყოფილი მოთამაშის, გიულა შიმონის თქმით, გორის „დილა“ საუკეთესო გუნდია მათ შორის, რომლებიც სლოვაკეთის წარმომადგენლებს ევროტურნირებს პირველ ეტაპზე შეხვდნენ – ამის შესახებ მან bumm.sk-თან ისაუბრა.

დუნაისკა სტრედამკონფერენს ლიგის პირველივე ტურში გორის „დილასთან“ შინ 2:1 მოიგო, მაგრამ გორში, „ბურჯანაძე არენაზე“ 2:0 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. გიულა შიმონის თქმით, ეს დიდი იმედგაცრუებაა, რომლის შედეგადაც კლუბის ბიუჯეტი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, ხოლო გუნდი მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა დატოვონ.

„პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა დიდი იმედგაცრუებაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გორის „დილა“ „დუნაისკა სტრედაზე“ უკეთესი გუნდი იყო. ქართველებით პირველ მატჩშიც სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ეს იყო ყველაზე ძლიერი იმ გუნდებს შორის, რომლებიც სლოვაკური კლუბებს ევროტურნირების პირველ წრეში შეხვდნენ.

ყველა გულშემატკივარი და სპეციალისტი ელოდა სლოვაკური გუნდის გასვლას, მაგრამ ეს უფლება გორის „დილამ“ დამსახურებულად მოიპოვა. „დუნაისკა სტრედას“ სახლში უკეთესად უნდა ეთამაშა, გასვლაზე კი არაფერი გამოუვიდა. მათ უჭირდათ მომენტების შექმნა და შეტევების დასრულება.

დუნაისკა სტრედა“ უფრო წინ უნდა წასულიყო და ევროპული გამოცდილება მიეღო. რა თქმა უნდა, წაგებაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მწვრთნელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ადრიან გულია დამნაშავე არ არის, რადგან „დუნაისკა სტრედას“ კარგი მოთამაშეები აკლია. ეტყობა, გუნდში იდეალური ატმოსფერო არ არის და არ გამოვრიცხავ, რომ ამ წაგების შემდეგ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეამცირონ და კლუბი გამორჩეულმა მოთამაშეებმა დატოვონ“, – განაცხადა გიულა შიმონმა.