„დუნაისკა სტრედას“ მწვრთნელი - „დინამოსთან“ დაცვიდან ვითამაშებთ
„დუნაისკა სტრედას“ მწვრთნელი - „დინამოსთან“ დაცვიდან ვითამაშებთ

სლოვაკური გუნდი “დუნაისკა სტრედა” თბილისშია და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “დინამო თბილისთან” დაპირისპირებისთვის ემზადება.

გუნდის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მოგება იოლი არ იქნება. “დინამო” ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და კარგ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ბიჭები მატჩისთვის კარგად მოემზადნენ და წარმატებაში დარწმუნებულები არიან. ველოდებით, რომ “დინამო” აქტიურად ითამაშებს. ჩვენ ყველანაირი ტაქტიკისთვის მზად ვართ. თუმცა, სიფრთხილეს გამოვიჩენთ და დაცვიდან ვითამაშებთ”, – ამბობს “დუნასკა სტრედას” მთავარი მწვრთნელი მარკო როსი.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა სლოვაკეთში 1:1 დასრულდა და თბილისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გააჩნიათ. “დინამო”-“დუნაისკა სტრედას” შეხვედრას, რომელიც 19 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.