რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა შეახსენეს, რომ უკვე გაწყვეტილია
რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა შეახსენეს, რომ უკვე გაწყვეტილია

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, ფრაქცია „კომუნისტური პარტიის“ დეპუტატმა ნიკოლაი ხარიტონოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატვით გამოვიდა, რაზეც დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მას შეახსენა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან არ აქვთ.

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების განხილვის რეკომენდაცია მისცა.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე ინიციატივას დარბაზში მყოფი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა.