„იუვენტუსის“ ნახევარმცველი დუგლას კოშტა, „სასუოლოს“ წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის მატჩში, მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმისა და შემდეგ შეფურთხებისთვის მოედნიდან გააძევეს.
„მე მინდა ბოდიში მოვუხადო „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარს. ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს,რომლებიც ჩემთან არიან ყველანაირ სიტუაციაში. მე ვიქცეოდი ამაზრზენად და ბოდიშს გიხდით ყველას,“ – დაწერა კოშტამ ინსტაგრამზე.
შეხვედრა ტურინელებმა ერთბურთიანი სხვაობით (2-1), კრიშტიანო რონალდუს დუბლით მოიგეს.