დუგლას კოშტამ თვითიზოლაცია დაარღვია და „იუვენტუსისგან“ სანქციები ელოდება
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ ბრაზილიაში თვითიზოლაცია დაარღვია და ახლა, შესაძლოა, სასჯელი მიიღოს ტურინული კლუბის პრეზიდენტისგან ანდრეა ანიელისგან, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.
21 მარტს, კოშტამ ნებართვა აიღო და კარანტინის დასრულებამდე დატოვა იტალია, რათა სამშობლოში დაბრუნებულიყო. თუმცა, ბრაზილიაში ფეხბურთელმა არ დაიცვა თვითიზოლაციის წესები. კოშტას შეყვარებულმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ისინი ერთად იმყოფებიან დასასვენებლად.
ახლა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანიელი მიიღებს გადაწყვეტილებას ბრაზილიელის მომავალზე, ასევე იმ ფეხბურთელებზეც, რომლებმაც იტალია კორონავირუსის პანდემიის დროს დატოვეს.