დუგლას კოშტა ხელფასის შემცირების თაობაზე კლუბის გადაწყვეტილებას ემხრობა
ტურინის „იუვენტუსის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ საკუთარ კლუბზე და ხელფასების შემცირების თაობაზე ისაუბრა.
„მე არ ვიცი, როდის განახლდება ვარჯიშები, ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურად სახლში ემზადება. ხელფასის შემცირების თაობაზე კლუბის გადაწყვეტილებას მე სრულიად ვემხრობი. არავინ ელოდა ასეთ მდგომარეობას. ვირუსმა მარტო ფეხბურთი კი არა, ყველა სპორტის სახეობა გააჩერა“ – განუცხადა კოშტამ „ტუტოსპორტს“. – „ცოტა ხნის წინ ჯორჯო კიელინის ვესაუბრე და მითხრა, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 15-20 აპრილისთვის ჩვენს მოსამზადებელ ცენტრში უნდა შევიკრიბოთო. ამჟამად პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორც კი ოფიციალურად გამომიძახებენ, ტურინში მაშინვე დავბრუნდები“ – დაასრულა ბრაზილიელმა.