დუგლას კოშტა ბაიერნში, კავანი მანჩესტერში, კიეზა იუვენტუსში – სატრანსფერო ფანჯარის ბოლო დღის ყველა მნიშვნელოვანი გარიგება
* მოიზე კინი ევერტონიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. იუვენტუსის ყოფილი ფორვარდი ნეიმარსა და მბაპეს იჯარის წესით შეუერთდა. იტალიელმა ახალ გუნდში მე-18 ნომერი აიღო.
* ფამალიკაოს ფორვარდი ტონი მარტინესი პორტუში გააგრძელებს კარიერას. 23 ესპანელი ფეხბურთელისთვის დრაკონებმა 3.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
* მატეო დარმიანი პარმადან ინტერში გადავიდა. 30 წლის ფეხბურთელი მილანურ კლუბში იჯარით ითამაშებს. მომავალი წლის ზაფხულში მისი გამოსასყიდი თანხა 2.5 მილიონი ევრო იქნება.
* რაიან სესენიონი ერთწლიანი იჯარით ტოტენჰემიდან ჰოფენჰაიმში გადავიდა.
* პარი სენ-ჟერმენმა პორტუდან დანილო პერეირა შეიძინა. 29 წლის საყრდენის ერთწლიანი იჯარა ოთხი მილიონი ევრო დაჯდა. პარიზელებს შეუძლიათ ფეხბურთელის 16 მილიონ ევროდ გამოსყიდვა.
* რეალმა კონტრაქტი გააფორმა მალიორკას ნიჭიერ მარცხენა მცველთან რაფაელ ობრადორთან. გარიგების დეტალები უცნობია.
* ჰოფენჰაიმმა შალკედან იჯარით აიყვანა სებასტიან რუდი.
* ლუკა ზიდანი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა რაიო ვალეკანოში.
* ჩელსიმ პორტუში იჯარით გაუშვა მალანგა სარა.
* ბაიერნმა გამოაცხადა პარი სენ-ჟერმენიდან ფორვარდ ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგის გადაბირების შესახებ. გერმანიის ჩემპიონს 31 წლის ფორვარდი უფასოდ ერგო და მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
* ბაიერნის კიდევ ერთი შენაძენი გახდა იუვენტუსის ნახევარმცველი დუგლას კოშტა. ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს მიუნხენში.
* იუვენტუსი გამოეთხოვა მატია დე შილიოს. 25 წლის მცველი იჯარით ითამაშებს ლიონში.
* ნახევარმცველი დევი კლასენი აიაქსში დაბრუნდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის ნიდერლანდელის ბოლო კლუბი ვერდერი იყო.
* ბაიერნის 21 წლის ნახევარმცველი მიკაელ კუიზანსი ერთი წლით იჯარით მარსელში ითამაშებს.
* რომამ ერთწლიანი იჯარით გაუშვა ლაიპციგში ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი. გერმანულმა კლუბმა ნიდერლანდელის გამოსყიდვის უფლება მიიღო.
* ბუნა სარი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა. მიუნხენელებმა მარსელის მცველში 10 მილიონი გადაიხადეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
* არსენალის საყრდენმა ნახევარმცველმა მატეო გენდუზიმ ბერლინის ჰერტაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ეს არის უფასო იჯარა გამოსყიდის უფლების გარეშე.
* ფედერიკო კიეზა იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა. ფიორენტინას ვარსკვლავმა შეათანხმა კონტრაქტი იუვესთან და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. თავდაპირველად იმოქმედებს ორწლიანი იჯარა და შემდეგ იტალიის ჩემპიონს გამოსყიდვის უფლება ექნება. საერთო ჯამში, იუვენტუსს ეს გარიგება 50 მილიონი ევრო დაუჯდება.
* ჩელსის ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო ისევ გაემგზავრა იჯარით სერია A-ში, ამჯერად, ნაპოლიში.
* ჯორდან ლუკაკუ ლაციოდან იჯარით ანტვერპენში გაემგზავრა.
* მანჩესტერ იუნაიტედმა გაიფორმა 27 წლის მცველი ალექს ტელესი პორტუდან. ბრაზილიელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისურმა კლუბმა 15.6 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
* ატლეტიკოს ფორვარდმა ნიკოლა კალინიჩმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ვერონასთან.
* ფიორენტინამ თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა ხოსე კალიეხონი.
* მანჩესტერ იუნაიტედმა დაადასტურა, რომ კრის სმოლინგი რომაში გადავიდა. კონტრაქტი სამწლიანია და რომაულ კლუბს გარიგება 15-20 მილიონი ევრო დაუჯდა.
* მანჩესტერ იუნაიტედმა ატალანტადან 18 წლის გარემარბი ამადა ტრაორე გადაიბირა.
* დეულოფეუ კარიერას უდინეზეში გააგრძელებს.
* მანჩესტერ იუნაიტედმა მაინც შეიძინა ედინსონ კავანი. ურუგვაელმა 1+1 სქემით გააფორმა კონტრაქტი.
* ჟან-კლერ ტოდიბო ბარსელონადან ბენფიკაში გადავიდა. 20 წლის ფრანგმა გასული სეზონი შალკეში გაატარა.
* ევერტონისა და ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კევინ მირალასი თურქეთის გაზიანთეფში გადავიდა.
* ტეო უოლკოტი მშობლიურ საუთჰემპტონში დაბრუნდა. ის ერთი წლით აიყვანეს იჯარით ევერტონიდან.
* არსენალმა 50 მილიონ ევროდ შეიძინა ატლეტიკოს ნახევარმცველი ტომას პარტეი. 27 წლის განელი ლონდონურ კლუბში მე-18 ნომრით ითამაშებს.
* პარი სენ-ჟერმენმა გამოაცხადა ბარსელონას ნახევარმცველის რაფინიას ტრანსფერის შესახებ. 27 წლის ბრაზილიელთან 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.
* ჩელსის ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს-ჩიკი კარიერას ფულჰემში გააგრძელებს. კლუბებს შორის გაფორმდა ერთწლიანი იჯარა.