დუდა სანაძის 20 ქულა ადრიატიკის ლიგაზე [ვიდეო] #1TVSPORT

ადრიატიკის ლიგაში საუკეთესო მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების მსროლელმა დუდა სანაძემ. სლოვენიაში გამართულ შეხვედრაში იგი სერბულ „ბორაცს“ 20 ქულით შეეწია. მატჩი კი დაძაბულ ბრძოლაში ლიუბლიანის „ოლიმპიამ“ მოიგო – 83:80. სხვათა შორის, ამ გუნდში სლოვენიის ნაკრების ძირითადი ბირთვია შეკრებილი.

დუდას მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 20 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა – 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო. სანაძემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

8 მოგებითა და 16 მარცხით „ბორაცი“ადრიატიკის ლიგაში მე-12 ადგილზეა. უახლოეს მატჩს 20 აპრილს „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.