დუდა სანაძემ კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 29 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
დუდა სანაძემ კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 29 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში ქართველი უკანახაზელის ლიდერობით  „ანორთოსისმა“ იოლად – 103:83 სძლია „აპოელს“ და ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შევიდა

დუდა სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო, მან 27 წუთი ითამაშა და გუნდს 29 ქულა მოუტანა (5 სამქულიანი 12 ცდიდან). ქართველი ლეგიონერი მატჩის ბომბარდირიც გახდებოდა (აპოელის სიმიტცისმა 30 ქულა ჩააგდო), რომ არა საჯარიმო ხაზიდან არაზუსტი სროლები (6-დან 2 ჩააგდო). დუდას ანგარიშზეა 5 პასი, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება.

დუდა სანაძე საშუალოდ 20.2 ქულას აგროვებს და ამ მხრივ კლუბში საუკეთესო შედეგი აქვს.