საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ კონტრაქტი გააფორმა უნგრულ კლუბ „ატომერომუსთან“.
ეს გახლავთ უნგრეთის 4-გზის ჩემპიონი, რომელმაც გასული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა. ახალ ჩემპიონატში კი გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
„დუდა სანაძის დამატება ჩვენი გუნდისთვის პოზიტიური ამბავია. მას სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მისი ლიდერული თვისებები და გამოცდილება ახალ სეზონში ძალიან წაგვადგება“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფერენც ჩირკემ.
„ძალიან მიხარია, რომ კონტრაქტი გავაფორმე „ატომერომუსთან“. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – ეს დუდა სნაძის კომენტარია.