დუბლი და საგოლე გადაცემა სადებიუტო შეხვედრაში - დავითაშვილმა „ვილეარეალთან“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ახალ კლუბში, „სენტ ეტიენში“ პირველივე შეხვედრაში გაიბრწყინა და გუნდს ესპანეთის ლა ლიგის „ვილიეარეალთან“ მოაგებინა – 3:1.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „სენტ- ეტიენს“ მხოლოდ ერთი კვირის წინ შეუერთდა და მწვრთნელმა თავიდანვე არ ათამაშა – ზურიკო მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც ესპანელები სერხი კარდონას გოლით 1:0-ს იგებდნენ.
56-ე წუთზე დავითაშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან ეფექტური დარტყმით ბურთი „ცხრიანში“ მოათავსა და ანგარიში გაათანაბრა. ხუთ წუთში ტუნისელ თავდამსხმელს, ჯიბრილ ოტმანს საგოლე გადაცემა მიაწოდა, ხოლო 90+1-ე წუთზე დუბლი შორეული დარტყმით შეასრულა.
დავითაშვილი და „სენტ-ეტიენი“ შემდეგ შეხვედრას სამ აგვისტოს გამართავენ. ქართველის გუნდი „გრენობლს“ დაუპირსპირდება.