დუბლი და ასისტი პირველ მატჩში - კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ უკვე გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეკრებაზე ნეაპოლელები დაბალი ლიგის „ანაუნ ვალ დი ნონს“ შეხვდნენ და 10:0 დაამარცხეს.
საინტერესოა, რომ მატჩის აფიშაზე ქართველი თავდამსხმელის სურათი იყო გამოსახული, რაც ზოგადად დიდი პატივია, მით უფრო იტალიური კლუბის წევრისთვის.
„კვარაშხელია“ (როგორც კომენტატორი ამბობდა) ძალიან აქტიური იყო. ხვიჩა მე-6 წუთზე გაცდა მცველებს და ამირ რახმანის გაატანინა, 27-ე წუთზე თავად გაიტანა – საჯარიმოში ბურთი მიიღო, დაბალ კუთხეში დაარტყა და ანგარიში 2:0 გახადა.
33-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი შეასრულა.
მოკლედ, პირველი ტაიმში მოედანზე მთავარი მოქმედი ფიგურა კვარაცხელია იყო, „ნაპოლიმ“ ტაიმი 4:0 მოიგო, მეორე ნახევარში ხვიჩა შეცვალეს, ხოლო საბოლოოდ, მისმა გუნდმა 10:0 გაიმარჯვა.