დროის გაყვანა მკაცრად დაისჯება - საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ახალი პროექტი
დროის გაყვანა მკაცრად დაისჯება - საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ახალი პროექტი

ფეხბურთის კანონმდებლები მატჩის მსვლელობისას ფეხბურთელების მიერ დროის გაყვანის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოში ამ პრობლემასთან დაკავშირებით პროექტი მზადდება. განიხილება რამდენიმე იდეა. მათ შორის ყველაზე რეალურია, შეხვედრის არბიტრის მიერ დროის გაჩერება მანამ, სანამ მოთამაშე აუტიდან, კუთხურიდან ან კარიდან ბურთს თამაშში შეიყვანს.

აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში, „კარდიფისა“ და „ბარნლის“ დაპირისპირებაში, ბურთი თამაშში მხოლოდ 42 წუთი იყო. ბოლო 5 წლის მანძილზე ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მარტო „კარდიფის“ მცველის შონ მორისის მზადებამ აუტის ჩასაწოდებლად 8 წუთი წაიღო. მსგავსი პრეცენდენტები სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებსა თუ საერთაშორისო ტურნირებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება, ამიტომ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის.