ბელგიელმა დრის მერტენსმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
38 წლის ფეხბურთელის თქმით, მისი ბოლო შეხვედრა იქნება „ნაპოლიში“ ყოფილი თანაგუნდელის, მარეკ ჰამშიკის გამოსათხოვარი შეხვედრა.
მერტენსმა ბოლო სამი სეზონი თურქულ „გალათასარაიში“ ითამაშა. მანამდე ის „უტრეხტში“, „ეინდჰოვენსა“ და „ნაპოლიში“ გამოდიოდა.
იტალიურ გუნდში ბელგიელმა ცხრა სეზონი გაატარა, ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი.
მერტენსმა ბელგიის ნაკრებში 109 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.