ბელგიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფორვარდმა დრის მერტენსმა, შესაძლოა, კარიერა „სერია ა“-ს სხვა კლუბში გააგრძელოს.
იტალიური პრესის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი ახლოს არის „ინტერში“ გადასვლასთან. ბელგიელი მილანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან მის კონტრაქტს „ნაპოლისთან“ ამ ზაფხულს გასდის ვადა.
აღნიშნავენ, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა მერტენსს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
„სერია ა“-ს მიმდინარე გათამაშებაში მერტენსმა 21 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.