„ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების ფორვარდი დრის მერტენსი ახლოს არის „ეინდჰოვენში“ გადასვლასთან, – იტყობინება გამოცემა Le Bombe Di Vlad.
წყაროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნიდერლანდურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე, რომელშიც 2011-13 წლებში თამაშობდა. მერტენსის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2022 წელს იწურება.
მერტენსი „ნაპოლის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია სერია A-ში. ამ სეზონში მან 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვსი გოლი გაიტანა.