დრეზდენის „დინამოს“ დირექტორი - გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას და სტილს განასახიერებს #1TVSPORT
გურამ გიორბელიძის დრეზდენის „დინამოში“ გადასვლაზე კომენტარი გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა რალფ ბეკერმა გააკეთა.
„გურამ გიორბელიძე როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას და თამაშის სტილით იდეას განასახიერებს. მოხარულები ვართ, რომ ახლა, როგორც დაგეგმილი იყო, გუნდის ყველა პოზიციის შევსება შევძელით და კიდევ ერთი მარცხენა მცველი დავიმატეთ“, – თქვა დრეზდენის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა რალფ ბეკერმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ტრანსფერზე კომენტარი საქართელოს ნაკრების მცველმაც გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვითამაშო ძალიან ძლიერი მე-2 ბუნდესლიგის ისეთი მიმზიდველ კლუბში, როგორიცაა დრეზდენის „დინამო“. მსურს ნდობა კარგი თამაშით გავამართლო“, – განაცხადა გურამ გიორბელიძემ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოსთან“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა – 25 წლის მარცხენა მცველი დრეზდენის გუნდში იჯარით 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს – გურამ გიორბელიძე მეორე ბუნდესლიგის გუნდში 2-ნომრიანი მაისურს მოირგებს.
კონტრაქტის გაფორმებამდე გურამ გიორბელიძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება გამოცდა დრეზდენის კარლ გუსტავ კარუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში და მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე შმიდტის ხელმძღვანელობით გუნდთან ერთად პირველად ოთხშაბათს ივარჯიშებს.