დრეზდენის „დინამო“ კარანტინშია - შესაძლოა, „ბუნდესლიგის“ რესტარტი გადაიდოს
დრეზდენის „დინამო“ კარანტინშია - შესაძლოა, „ბუნდესლიგის“ რესტარტი გადაიდოს

გერმანიის გეგმა, რომ საფეხბურთო ტურნირები სრულად მომავალ შაბათს განაახლოს, შესაძლოა ვერ განხორციელდეს. მას შემდეგ, რაც კლუბის ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა, დრეზდენის „დინამო“-ს მთლიან შემადგენლობას ორ კვირიანი კარანტინი მოუწევს. აღნიშნულ ინფორმაციას „გარდიანი“ (The Guardian) ავრცელებს.

„ბუნდესლიგა 2“-ის გუნდმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, რომ პარასკევს გაკეთებული ტესტებიდან ორმა დადებითი შედეგი აჩვენა და ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის შესაბამისად, კლუბის სტაფი კარანტინში გადავიდა. „დინამო“-ს „ჰანოვერ 96“-ის წინააღმდეგ კვირას უნდა ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ წესით „ბუნდესლიგა“ 16 მაისს უნდა განახლდეს, რადგან გერმანიის სახელმიწფომ ფეხბურთის მმართველ ორგანოს ამის უფლება მისცა. რა თქმა უნდა, ტურნირის განახლებისას უსაფრთხოების ნორმებს განსაკუთრებული სიმკაცრით დაიცავენ.