დრეიმონდ გრინის ჰიუსტონთან სერიის რიგით მეორე თამაშში მიღებული ტექნიკური ჯარიმები ანულირებულია
გოლდენ სტეიტისა და ჰიუსტონის რიგით მეორე შეხვედრას ნამდვილად ვერ დავარქმევთ მშვიდს. სტეფ კარის თამაშის დებიუტში თითი ამოუვარდა და პარკეტზე დაბრუნება მას შემდეგ მოახერხა, რაც ექიმებმა მისი დროებითი ტრავმა მოარჩინეს.
ჰიუსტონის ლიდერ ჯეიმს ჰარდენს კი დრეიმონდ გრინმა თვალში თითი მოარტყა, რის გამოც ჯეიმსს ფაქტობრივად მთელი მეოთხედის გამოტოვება მოუწია. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჰარდენი მოედანზე დაბრუნდა, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდა, რაც საბოლოოდ მის თამაშზეც აისახა.
ვორიორზმა სერიის მეორე მატჩიც მოიგო და კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა. შეხვედრის მსვლელობის დროს, გრინმა ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო, თუმცა როგორც ირკვევა, დრეიმონდის ტექნიკური ჯარიმა ანულირებულია, რაც გოლდენ სტეიტისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კალათბურთელმა შვიდი ტექნიკური ჯარიმა მიიღო, ის ავტომატურად მომდევნო მატჩში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს.