დრამონდი „კლივლენდის“ კალათბურთელია, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცვლილებები მოხდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დასრულდა გუნდებს შორის ბოლო გაცვლები. უკანასკნელ დღეს საკმაოდ საინტერესო ცვლილებები განხორციელდა.
„დეტროიტ პისტონსმა“ აწ უკვე ყოფილი ცენტრი ანდრე დრამონდი „კლივლენდში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი ჯონ ჰენსონი, ბრენდონ ნაითი და მეორე რაუნდის პიკი მიიღო.
„კლიპერსი“ მარკუს მორისით და აიზია ტომასით გაძლიერდა. ლოს ანჯელესელებმა მო ჰარკლესი და პირველი რაუნდის პიკი „ნიუ იორკს“ მისცა, ჯერომ რობინსონი კი „ვაშინგტონს“. ლოსანჯელესელებმა ასევე დერიკ უოლტონი „ატლანტაში“ გაუშვეს.
„გოლდენ სტეიტმა“ დეანჯელო რასელი, ომარი სპელმანი და ჯეიკობ ევანსი „მინესოტაში“ გაუშვა. სანაცვლოდ კი ენდრიუ ვიგინსი, 2021 წლის პირველი რაუნდის პიკი და 2022 წლის მეორე რაუნდის პიკი მიიღო. „ტიმბერვულვზშ“ ასევე ითამაშებს ჯეიმს ჯონსონი. გორგი დიენგი კი „მემფისშ“ გადავიდა.
„ჰიუსტონი“ ბრუნო კაბოკლოთი გაძლიერდა, ჯორდან ბელი კი „მემფისში“ გაუშვა.
„მაიამი“ დაემშვიდობა ჯასტის ვინსლოუს, ჯეიმს ჯონსონსა და დიონ უეიტერსს დაემშვიდობა და „მემფისში“ გაუშვა. სანაცვლოდ კი ანდრე იგუადალათი, სოლომონ ჰილით და ჯეი კრაუდერით გაძლიერდა.