დრამატულად წარიმართა ფინალური გარბენი შორთთრეკში მამაკაცებს შორის, რომლის დროსაც, ბოლოს წინა წრეზე, კორეის ორივე და უნგრეთის ერთი წარმომადგენელი წაიქცა. შედეგად, პირველი ადგილი კანადელმა სამუელ ჟირარმა დაიკავა, ვერცხლის მედალი კი ამერიკელმა ჯონ-ჰენრი კრუგერმა მოიგო, რომელიც გამარჯვებულს სულ რაღაც 0.214 წამით ჩამორჩა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის უნგრელ შაოლინ შანდორ ლიუს უნდა აეღო, რომელიც წამოდგა და ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა, მაგრამ მსაჯების მიერ მისთვის მიცემული დისკვალიფიკაციის გამო, მესამეზე გასულად კორეელი სეო ირა გამოაცხადეს.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე