„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდმა, ფედერიკო კიეზამ, შესაძლოა, კარიერა ბუნდესლიგაში, კერძოდ კი „დორტმუნდში“ გააგრძელოს, – იუწყება Calciomercato.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა 23 წლის იტალიელს 21 წლის ნორვეგიელის, ერლინგ ჰალანდის შემცვლელად მოიაზრებს, თუ ეს უკანასკნელი „დორტმუნდს“ დატოვებს და სხვა გუნდში გადავა.
გასულ სეზონში კიეზამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 ბურთი და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პორტალი Transfermarkt ფედერიკო კიეზას სატრანსფერო ღირებულებად 70 მილიონ ევროს ასახელებს.