„ვერდერის“ ლიდერად აღიარებული მილოტ რაშიცა „დორტმუნდისა“ და „ლაიპციგის“ სატრანსფერო სამიზნე ხდება, – იუწყება Kicker.
ბრემენულ გუნდთან რაშიცას კონტრაქტი 2022 წელს იწურება. გამოცემის ინფორმაციით, „ვერდერი“ ფეხბურთელს 38 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ბრემენელთა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების შემთხვევაში, ეს თანხა, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს.
მიმდინარე სეზონში რაშიცამ ბუნდესლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მილოტ რაშიცა „ვიტესში“ გურმაკ კაშიას თანაგუნდელი იყო.