მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას შესაძლოა, ბუნდესლიგაში გადავიდეს სათამაშოდ.
ავტორიტეტული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, 30 წლის ფრანგის გადაბირებით დორტმუნდის „ბორუსიაა“ დაინტერესებული. გერმანული კლუბი მზად არის, შეებრძოლოს ლონდონის „არსენალს“, რომელსაც ასევე სურს თავდამსხმელის შეძენა.
მიმდინარე სეზონში ბენზემამ 37 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.