„დორტმუნდმა“ სებასტიან ალე ოფიციალურად გაიფორმა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ სებასტიან ალე ოფიციალურად გაიფორმა #1TVSPORT

კოტ დ’ივუარის ნაკრების ფორვარდი სებასტიან ალე „დორტმუნდის“ ფეხბურთელი გახდა, – დაწერა გერმანული კლუბის პრესსამსახურმა.

„დორტმუნდში“ 28 წლის თავდამსხმელი „აიაქსიდან“ გადავიდა. კონტრაქტი გერმანიის ვიცე-ჩემპიონთან 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, „დორტმუნდმა“ ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენია.

2021-22 წლების სეზონში ალემ 42 მატჩში 34 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.