მადრიდის „რეალისა“ და მაროკოს ნაკრების 19 წლის მცველი აშრაფ ჰაქიმი დროებით ბუნდესლიგაში გააგრძელებს კარიერას.
„დორტმუნდი“ მოელაპარაკა „რეალს“ ფეხბურთელის იჯარაზე და ჰაკიმი გერმანიაში უახლოეს ორ სეზონს გაატარებს.
გარიგება შეიძლებოდა ივნისის პირველ რიცხვებში შემდგარიყო, მაგრამ „დორტმუნდი“ და „რეალი“ დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდაზე.
მაროკოელს „რეალის“ ძირითადში 17 მატჩი და ორი გოლი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს რიგებში მან სამივე მატჩი ითამაშა.