„დორტმუნდმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მარკო როზე.
„სეზონის ინტენსიური ანალიზის შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა წინ იაროს. ვუსურვებთ მარკო როზეს წარმატებას“, – წერია „დორტმუნდის“ განცხადებაში.
45 წლის სპეციალისტი „დორტმუნდს“ სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მანამდე ის „გლადბახში“ მუშაობდა.
მიმდინარე სეზონში დორტმუნდელებმა მეორე ადგილი დაიკავეს ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში პლეი ოფში ვერ გავიდნენ და პირველივე რაუნდა წააგეს ევროპის ლიგაზე „რეინჯერსთან“.