„დორტმუნდმა“ ჰალანდის სავარაუდო შემცვლელი „აიაქსში“ იპოვა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ჰალანდის სავარაუდო შემცვლელი „აიაქსში“ იპოვა #1TVSPORT

„დორტმუნდი“ „აიაქსის“ ფორვარდს სებასტიან ალერს ერლინგ ჰალანდის სავარაუდო მემკვიდრედ განიხილავს.

ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ ჰალანდი მოელაპარაკა თავის ამჟამინდელ კლუბს 2022 წლის ზაფხულში სხვა გუნდში გადასვლის შესახებ. დორტმუნდელები ცდილობენ გადააფიქრებინონ 21 წლის ნორვეგიელს სხვაგან წასვლა. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, მაშინ გადაერთვებიან 27 წლის ალერზე, – წერს გაზეთ Bild-ის ჟურნალისტი სვენ ვესტერშულცი.

ალერის სასარგებლოდ ლაპარაკობს ბუნდესლიგაში გამოსვლის წარმატებული გამოცდილება – „აინტრახტში“ ჩატარებულ 60 მატჩში მან 24 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მაგრამ ალერი ჰალანდის შეცვლის ერთადერთი ვარიანტი არ არის. დორტმუნდელები ასევე აკვირდებიან ქარიმ ადეიემის „ზალცბურგიდან“.

ჰალანდის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება. 21 წლის ფორვარდის ღირებულება 150 მილიონ ევროს უტოლდება.

სებასტიან ალერმა ჩემპიონთა ლიგის ორ სასტარტო ტურში ხუთი გოლი გაიტანა და ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა. მისი კონტრაქტი „აიაქსთან“ 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.