„დორტმუნდმა“ ჰალანდი ადეიემით შეცვალა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ჰალანდი ადეიემით შეცვალა #1TVSPORT

„ზალცბურგის“ ფორვარდი ქარიმ ადეიემი მომავალი სეზონიდან კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს. გერმანულმა კლუბმა 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ადეიემიმ დორტმუნდელებთან 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

„ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი „დორტმუნდის“ დინამიკური ფეხბურთით. აი, რატომ მომინდა ამ გუნდში გადასვლა მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან ინტერესის შესახებ შევიტყვე. მე შეგნებულად მოვაწერე ხელი მრავალწლიან კონტრაქტს, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძლიერი გუნდი, რომელიც ფანტასტიკური გულშემატკივრების მხარდაჭერით შეძლებს ტიტულების მოგებას“, – განაცხადა ადეიემიმ.

მიმდინარე სეზონზე ადეიემიმ 42 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან „დორტმუნდში“ უნდა შეცვალოს „მანჩესტერ სიტიში“ გადასული ერლინგ ჰალანდი.