„დორტმუნდმა“ ემრე ჯანი გამოისყიდა
„დორტმუნდმა“ ემრე ჯანი გამოისყიდა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა „დორტმუნდთან“, – წერს გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. 26 წლის ფეხბურთელთან 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც ძალაში ამა წლის პირველი ივლისიდან შევა.

გერმანულ კლუბს ეს გარიგება 25 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჯანი „იუვენტუსიდან“ „დორტმუნდში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იჯარის წესით გადავიდა. ეს ფეხბურთელი „ბაიერნის“ აღზრდილია, თამაშობდა „ლევერკუზენსა“ და „ლივერპულში“. „იუვენტუსში“ გერმანელი 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ემრე ჯანმა „დორტმუნდის“ რიგებში სამი მატჩის ჩატარება და ერთი გოლის გატანა მოასწრო.

„დორტმუნდს“ ბუნდესლიგის 22 ტურის შემდეგ, 42 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.