გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტური „დორტმუნდისა“ და „აინტრახტის“ მატჩით დაიწყო. დორტმუნდელებმა შინ 4:0 მოიგეს. გოლები ლუკას პიშჩეკმა, ჯეიდონ სანჩომ, ერლინგ ჰაალანდმა და რაფაელ გერეირომ გაიტანეს.
ამ მატჩის შემდეგ, „დორტმუნდს“ გერმანიის ჩემპიონატში 63 გოლი დაუგროვდა. ეს ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა. 22 ტურის შემდეგ 63 გოლი ასევე „ბაიერნსა“ (1973-74) და „ჰამბურგს” (1981-82) გაუტანიათ.
ამ მოგებით „დორტმუნდი“ ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ მის კონკურენტებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.