„დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინა #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინა #1TVSPORT

„დორტმუნდმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ „ვერდერის“ ფორვარდთან, ნიკლას ფიულკრუგთან.

30 წლის თავდამსხმელთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

2022-23 წლების სეზონში ფიულკრუგი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მან 28 მატჩში 16 გოლი გაიტანა, რასაც ხუთი შედეგიანი გადაცემა დაუმატა. მან ასევე ცხრა მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრებში და ითამაშა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

„„დორტმუნდი“ განსაკუთრებული კლუბია. ძალიან მოხარული ვარ ასეთი წინადადების გამო, რადგან ეს არის იმ გუნდში გადასვლა, რომელიც ძალიან მინდოდა. მე აქ მაქვს შესაძლებლობა, განვვითარდე და ახალი გამოცდილება მივიღო. მოუთმენლად ველოდები სტადიონის ხილვას თავისი არაჩვეულებრივი გულშემატკივრებით“, – განაცხადა ტრანსფერის შემდეგ ფიულკრუგმა.