„დორტმუნდის“ ფეხბურთელები წლის ბოლომდე შემცირებული ხელფასით ითამაშებენ
„დორტმუნდის“ ფეხბურთელები წლის ბოლომდე შემცირებული ხელფასით ითამაშებენ

„დორტმუნდის“ მოთამაშეები 2020 წლის ბოლომდე საკუთარი ხელფასების ნაწილზე უარს იტყვიან. როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, ხელფასები დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდება.

უფრო ადრე, „დორტმუნდმა“ გამოაცხადა, რომ სეზონის შედეგების მიხედვით, 45-მილიონიან ზარალს ელოდება, რისი მიზეზიც არის შემოსავლების შემცირება ტელენტრასლიაციებიდან და მატჩებიდან. წინა სეზონი გუნდმა ფინანსური მოგებით დაასრულა, რომელმაც 17.4 მილიონი ევრო შეადგინა.

2019-20 წლების სეზონში „დორტმუნდმა“ მეორე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგაში.