„დორტმუნდის“ მმართველმა დირექტორმა კარსტენ კრამერმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპში პოლიტიკურ პოტენციალს ხედავს.
„კლოპს ფანტასტიკურად შეუძლია ადამიანებთან ლაპარაკი, – ამბობს კრამერი. – მახსოვს მისი სიტყვები გასახდელში 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდის“ წაგების შემდეგ. მან იმედი შთააგონა ადამიანებს იმ მომენტში, როცა ისინი სრულიად განადგურებულები იყვნენ. მისი საუკეთესო თვისებაა – იყოს ის, ვინც არის, იყოს იურგენ კლოპი. ვფიქრობ, მას შეუძლია თავი გამოიჩინოს პოლიტიკაში, შესაძლოა გერმანიის კანცლერიც კი გახდეს“.
იურგენ კლოპი „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი ზედიზედ ორჯერ გახადა გერმანიის ჩემპიონი.