„დორტმუნდის“ ახალ ფორმაზე ელვაა გამოსახული
„დორტმუნდის“ ახალ ფორმაზე ელვაა გამოსახული

ინტერნეტში გავრცელდა გერმანიის ვიცეჩემპიონის, „დორტმუნდის“ 2020-21 წლების სეზონის საშინაო ფორმის ფოტოები.

ახალი სათამაშო ფორმის ფერები ტრადიციულია, ამასთან, მაისურზე ელვის ფორმის ისრებია გამოსახული.

ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „დორტმუნდმა“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გაინაღდა. ჩემპიონი ორი ტურით ადრე „ბაიერნი” გახდა.