„დორტმუნდის“ 17 წლის ნახევარმცველი პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში
„დორტმუნდის“ 17 წლის ნახევარმცველი ჯად ბელინგჰემი კარიერაში პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში.
ეროვნული გუნდის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის ჯეიმს უორდ-პრაუსის ტრავმის გამო, სწორედ ბელინგჰემმა მიიღო გამოძახება ინგლისის პირველ ნაკრებში. არადა, ფეხბურთელი მანამდე გამოძახებული იყო ახალგაზრდულ გუნდში.
ნოემბერში ინგლისის ნაკრებს ელოდება ამხანაგური შეხვედრა ირლადიის ნაკრებთან, აგრეთვე, ერთა ლიგის მატჩები ბელგიასთან და ისლანდიასთან.